25/07/2023
13:14
საზოგადოება
ჯანდაცვის უწყებაში მეორე დღეა ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებებს იღებენ. პროგრამის მიხედვით, მთავრობა სრულად დააფინანსებს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობას.
ამ პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის "ანადოლუს სამედიცინო ცენტრი", ესპანეთის "ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი" და ისრაელის "იხილოვის სამედიცინო ცენტრი".
რა დოკუმენტები უნდა შეიტანონ ოჯახის წევრებმა ჯანდაცვის უწყებაში - პირველ რიგში, ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირი. მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა: ბენეფიციარის და განაცხადის წარმოდგენის პირადობის მოწმობა; ფორმა ასი, რომელიც უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, საჭიროა დიაგნოსტიკური კვლევების პასუხებიც.
პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობების და ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.
0
0