
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდებიან.
შეხვედრა თამარ გაბუნიასთან ჯანდაცვის უწყებაში იმართება. მოლაპარაკებას 4 მშობელთან ერთად, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მთავარი თემა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში დროულად შემოტანა და სპეციალური პროტოკოლის შექმნაა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებს მისაღებ გამოსავალს შესთავაზებს.
"დღესაც ჩვენი მედიაციით იმართება ეს შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო ისეთ შეთავაზებას გაუკეთებს მშობლებს, რომელიც მათთვის მისაღები იქნება. ადამიანურად განვიცდი იმ ფაქტს, რომ მშობლებს პროტესტის ამ რეჟიმში უწევთ ყოფნა და პასუხისმგბლობა ნამდვილად ჯანდაცვის სამინისტროზეა,"- აცხადებს იოსელიანი.
0
0