
ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ მოსამართლემ მას სასჯელი არ გადაუვადა.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი ბრძოლის გაგრძელების მომხრეა.
,,აბსოლუტურად იზიარებს ამ აზრს, რომ სტრასბურგს უნდა მიმართონ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი და ფიქრობდა, რომ ზუსტად ასე იქნებოდა. მოულოდნელი ის იქნებოდა, განსხვავებული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო და ეს, რაც მოხდა, სრულიად კანონზომიერია იმ სისტემასა და რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პარალელურად, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ გადაწყვეტილება.
0
0
ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა
02/07/2026