
"იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ ვინ იყო ის პიროვნება არ ვიცი, რადგან ეს მოხდა გარე პერიმეტრზე. ჩემი კოლეგებიც არ არინ ინფორმირებული, რომ ეს პიროვნება იყო ვანო მერაბიშვილი. იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ არ იციან ის პიროვნება ვინ იყო. ვერ ადასტურებენ იყო მერაბიშვილი თუ არა," - ამის შესახებ იმ აფთიაქის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, სადაც 2 იანვრის ინციდენტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ვაკეში ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა.
მომხდარს ადასტურებს შარაშიძეც.
"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას," - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ.
ცნობისთვის, ექსმინისტრის ცემის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ ვატო შაქარაშვილმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ყოფილ მაღალჩინოსანს პოლიციაში არ განუცხადებია.
შსს-მ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ძალადობის მუხლით გუშინ დაიწყო.
0
0