16/06/2022
13:12
პოლიტიკა
უკვე ყველამ იცის, რომ ქართული ოცნების რღვევის შეუქცევადი მოცემულობა ოცნებას დაუდასტურდა კონკრეტული კვლევებითაც.
ეს ძალიან კარგად იცის ქართული ოცნების „ბექში“ მყოფმა იმ რამდენიმე ადამიანმა, რომელიც რეალურად გეგმავს ოცნების ნარატივს. ეს ის ხალხია, პირველ რიგში საკუთარ გუნდს რომ “აბოლებს” და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს. – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს
“ის, რომ ქართული ოცნების ელექტორალური რღვევა დაწყებულია, არის ფაქტი, რასაც “ოცნების” საქციელიც ადასტურებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ დიახ, ქართული ოცნების ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არის პრო-ევროპული და ეს ადამიანები ვერ და არ გაცვლიან საკუთარი შვილებისა და ამ ქვეყნის უალტერნატივო, ევროპულ მომავალს ოცნების, ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებაში.
უკვე ყველამ იცის, რომ ქართული ოცნების რღვევის შეუქცევადი მოცემულობა ოცნებას დაუდასტურდა კონკრეტული კვლევებითაც.
ეს ძალიან კარგად იცის ქართული ოცნების „ბექში“ მყოფმა იმ რამდენიმე ადამიანმა, რომელიც რეალურად გეგმავს ოცნების ნარატივს. ეს ის ხალხია, პირველ რიგში საკუთარ გუნდს რომ “აბოლებს” და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს.
ზუსტად ამიტომ – იწყება მასიური შეტევა პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ. ეს შეტევა უახლოეს პერიოდში გამძაფრდება.
ზუსტად ვიცით, სახელებით და გვარებით, ვინ დგას ამ სიმახინჯის უკან და ჩვენი რეაგირება იქნება ძალიან მწვავე” – წერს ანა ბუჩუკური.
0
0