26/04/2024
11:04
მსოფლიო
ივნისში დაგეგმილი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბოლო ევროპარლამენტის პლენარული სესია ჯაშუშობასა და გარე ჩარევასთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა დატბორა, - ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, „კატარგეიტმა“, „რაშაგეიტმა“ და ახლა უკვე „ჩაინაგეიტმა“ შეძრეს ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია და ევროპარლამენტარებს შორის მცირე პანიკაც დათესეს.
25 აპრილს ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ეთიკის ორგანოს შექმნას, რომლის მიზანიც არჩეული ან დანიშნული პირების მხრიდან სამართალდარღვევების აღკვეთაა. თუმცა ეთიკის ორგანო, რომელსაც სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს, დიდი ალბათობით, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„თუ ყველა ეს ბრალდება სიმართლეს წარმოადგენს, საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასე რომ, თუ ადამიანები მზად არიან, დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი, მათ ეთიკის ორგანოს შექმნით ვერ შეაჩერებ“, - ამბობს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, გერმანელი ევროპარლამენტარი კატარინა ბარლი.
0
0