24/01/2025
16:16
პოლიტიკა
“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ!“ - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, შერატონში მომხდარი წინასწარ იყო ორგანიზებული.
“მიუხედავად ამ ყველაფრისა [ბათუმში, სასტუმრო “შერატონში“ თავდასხმა], ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქე ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე. ყველაფერს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, როგორც რეპუტაცია, ისე ქართველი ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0