30/05/2023
11:53
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთის, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ამ საკითხის ირგვლივ ყველა ბრალდება და მისტიკა მოიხსნება.
„მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაზე აქ ვისაუბრო, მაგრამ რეალური ოლიგარქი არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბრატისლავაში გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე წამყვანი დაინტერესდა, რატომ ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლიგარქია, რადგან მას გაუჩნდა ასოციაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.
„ასე მოიხსენიებენ [კეზერაშვილს] და არ არის სწორი? როგორც კი მივიღებთ ამ კანონს [დეოლიგარქიზაციის შესახებ] ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ბრალდებებს. უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რადგან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში კლავდნენ, ქუჩებში კლავდნენ. 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში და ეს ცვლილება იყო დრამატული. დღე და ღამე რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა [ახლანდელ სიტუაციას და ყოფილი ხელისუფლების დროინდელს შორის]“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0