
ენმ-ს თავმდჯომარე, ლევან ხაბეიშვილი ხატია დეკანოიძეს გუნდიდან წასვლის გამო აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ახლა, როდესაც ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს დაქსაქსვის და დაშლის დრო არ არის, ეს წყალს მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს.
“ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდესდა არ გვინდოდეს, რომ ბრძოლის ველზე როცა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ეს მისის აქმეა და მე გეტყვით, ცემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძნა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0