18/12/2022
16:05
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ინიციატივით გაიმართა.
„მოვედით აქ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, იგი არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ რუსებს და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილს აი ასე, მოუწევს ყოველთვის აიფაროს თავის სახლთან ათეულობით და ასეულობით პოლიციელი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირვით და ამ თავგანწირვის მაგალითი მოგვცა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ გვექნება მეტი აქტივობა და მეტი აქციები“,- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
0
0