აფხაზი ოპოზიციონერი, პოლიტიკური პარტია „აფსნის“ თავმჯდომარე ვიტალი გაბნია გამოეხმაურა ოკუპირებული „რესპუბლიკის“ დეფაქტო ხელისუფლების ინიციატივას აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ბინების აშენების შესახებ.
„წარმოდგენილი კანონი არის „ტროას ცხენი“ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რომელიც კვეთს მთელ გზას, რომელიც აფხაზებმა გაიარეს. კანონი, რომელიც აღარ შეიცვლება“, - განაცხადა მან.
„ჩვენ გვეუბნებიან, როგორ შემოვა ინვესტიციები გალში. გალით არც ერთი რუსია დაინტერესებული, გარდა ივანიშვილისა, რომელმაც გააცნობიერა, რომ აფხაზებთან ბრძოლა არ არის საჭირო. რომ აფხაზები თავად გაყიდიან ყველაფერს და არა ძვირად“, - დასძინა პოლიტიკოსმა.
გაბნია დარწმუნებულია, რომ „არავინ ახორციელებს ზეწოლას მოსკოვიდან აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიაზე“ (ბინების საკითხზე), ის თავად ახორციელებს „უპრეცედენტო ზეწოლას დეპუტატებზე, სცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს“.
მანამდე აფხაზმა ოპოზიციონერმა ლევან მიქაამ განაცხადა, რომ ივანიშვილს სურს შეიძინოს აფხაზური აქტივები ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქების რესურსებით.
0
0