18/03/2023
11:10
პოლიტიკა
საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკრაინული არხის FREEdom-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„არის ერთი ადამიანი, რომელმაც მიისაკუთრა მთელი ხელისუფლება, პარლამენტი მთავრობა, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავს ძალაუფლება და ტოტალურად აკონტროლებს მას, ეს არის მთავარი პრობლემა. ის ვერ ხედავს თავის თავს ევროპაში. როგორ უნდა მოსწონდეს მას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, როცა ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ძალიან მძიმე, მისი სანქცირების რეზოლუცია.
თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ მოიგებს, ვინც თავისი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ხალხის ნება კი უკრაინის გვერდში დგომაა, ქართველი ხალხის ნება ევროპაა. დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც.
ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ძალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება. მე ვსაუბრობდი ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0