
20 სექტემბერს, ფინანსთა
მებაჟე ოფიცრებს პროფესიული
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური/საპატიო სამკერდე ნიშნები, განსაკუთრებული დამსახურებისთვის პირველად უწყების ისტორიაში გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წლების განმავლობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. აღნიშნული ჯილდოს დაწესება არის ახალი ტრადიციის დასაწყისი და ღირსეული სამსახურის დაფასების მიზნით, მებაჟე-ოფიცრების დაჯილდოება მომავალშიც გაგრძელდება.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულებისა და ეკონომიკურად განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ.
,,ძვირფასო მებაჟე ოფიცრებო, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის. მოგეხსენებათ, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მივულოცავ მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს სხვადასხვა საზღვარზე არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში და იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის დაჯილდოვდებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას თქვენ პროფესიულ საქმი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის თარიღი დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენასთან, კერძოდ ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი- „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ. 2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 2026 წლის 20 სექტემბერს, უკვე მეოთხედ აღინიშნება ეს თარიღი. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მებაჟის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები და პარტნიორი უწყების წარმომადგენლები.
0
0