იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია
27/06/2022
18:08
სამართალი
A-
+A
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.
კონსულტაციაში მონაწილეობა მიიღოო სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან. თანამდებობაზე შერჩეულ პირს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.
ხოლო 5 წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.
0
0
366
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%