21/04/2023
13:16
პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
მანიფესტანტები აშშ-ს მიერ დასანქცირებული ოთხი მოსამართლის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც საქართველოს ბედი შეიძლება გადაწყდეს. თუ სანქცირებული, კეთროვანი „სასამართლო კლანი” მმართველობაში დარჩება, ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს.
ჩვენ დასავლელი პარტნიორი ტყუილად მოსამართლეებს არ ასანქცირებს, პირიქით ეს პოლიტიკური გზავნილი იყო. თუ სასამართლოს „კლანისგან” არ გაწმენდთ, თუ სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან არ გაათავისუფლებთ, დასავლეთის სრულუფლებიანი წევრობა შეუძლებელი გახდება. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის „სასამართლოს კლანი” უნდა წავიდეს”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0