26/11/2024
17:22
პოლიტიკა
ჩემთვის დიდი და განსაკუთრებული პატივია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ვიყო იმ სამთავრობო გუნდის წევრი, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის ყოფილ მინისტრს რატი ბრეგაძეს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე წარდგომა. ჩვენთვის არ არის ეს ტრიბუნა, კომიტეტი და ეს კომიტეტები ახალი. შესაბამისად, მსურს კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერება თქვენდამი და პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს.
რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, ვიდრე გაგაცნობთ და შევუდგები მნიშვნელოვანი პრიორიტეტების თქვენთვის გაცნობას, მანამდე მსურს, რომ კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს საზოგადოებას, პატივცემულ პარლამენტის წევრებს და უპირველეს ყოვლისა, მსურს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს ბატონ რატი ბრეგაძეს გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ვუსურვებ მას წარმატებას შემდგომ საქმიანობაში.
ჩემთვის დიდი და განსაკუთრებული პატივია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ვიყო იმ სამთავრობო გუნდის წევრი, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა და უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა იუსტიციის სფეროში, რომელიც ემსახურებოდა კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას. ამიტომ, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
0
0