
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია და მის სიახლოვეს ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება მომეტებული საფრთხის წყარო იყოს:
„პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და აქ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობაზე არც უნდა იოცნებონ. შესაძლოა, ეს გახდეს მომეტებული საფრთხის წყარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა.
„ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები აკეთებენ გათვლებს ნებისმიერი შემთხვევისთვის... თუკი მათ გაბედეს და რაიმე სახის პროვოკაციას ექნა ადგილი, ამას შესაძლოა, ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები საზოგადოებისთვის და ამის უფლებას არ მივცემთ, და ჯობს, აქვე დაივიწყონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025