-share.jpg)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვის ბოლოს ორი კენჭისყრა გაიმართა და კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ კანონპროექტის პირვანდელ - ვეტოდადებულ ვერსიას დაუჭირა მხარი.
"ქართული ოცნების" განცხადებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება.
პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს დაადო, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. ამასთან, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რისთვისაც მას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც საჭიროა კანონპროექტის მისაღებად (76 ხმა). არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სესიაზე მიმდინარე კვირას გავა.
0
0