
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებებით შემოღებული იქნება ახალი ცნება - სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, რომელიც მოიცავს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონიდან ამოღებული იქნება ის ნორმა, რომელიც გულისხმობს გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნას.
ცვლილების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტით შემოდის ნორმა, რომლის მიხედვით, დაწესებულების რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025