
ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის დელეგაციას შორის შეხვედრა შინაარსიანი, კონსტრუქციული და უკიდურესად გულწრფელი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მხარეებს შორის შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.
უშაკოვის შეფასებით, შეხვედრა ყველანაირად სასარგებლო იყო როგორც რუსეთისთვის, ასევე ამერიკული მხარისთვის.
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსული და ამერიკული მხარეები გააგრძელებენ ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას როგორც უკრაინის, ასევე სხვა საკითხებზე“, – განაცხადა უშიკოვმა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს სამუშაო ჯგუფის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
მისი თქმით, ამერიკელებმა ბევრი რამ გააკეთეს ამ შეხვედრის მოსამზადებლად და იმედოვნებენ, რომ ეს წარმატებული იქნება.
„შეთანხმდნენ, რომ დღეს, პარასკევს, 23 იანვარს აბუ დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის – რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართება. ამავდროულად, აბუ დაბიში შეხვდებიან ეკონომიკურ საკითხებზე ორმხრივი ჯგუფის ხელმძღვანელები კირილ დმიტრიევი და სტივ უიტკოფი შეხვდებიან. ეს არის ორმხრივი ჯგუფი, რაც რუსეთსა და აშშ-ს ნიშნავს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხებზე მომლაპარაკებელთა ჯგუფი უკვე ჩამოყალიბდა და უახლოეს საათებში გაემგზავრება ემირატებში. მასში შედის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსის, კოსტიუკოვის ხელმძღვანელობით.
ჩვენმა დელეგაციამ ახლახან მიიღო კონკრეტული ინსტრუქციები რუსეთის პრეზიდენტისგან, ამერიკელებთან დღევანდელი საუბრის ყველა დეტალის გათვალისწინებით. რაც მთავარია, ჩვენი პრეზიდენტის ამერიკელებთან მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ტერიტორიული საკითხის ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის მიხედვით გადაწყვეტის გარეშე, გრძელვადიანი მოგვარების მიღწევის იმედი არ არსებობს. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებით, თუმცა, ვიდრე ეს არ იქნება მიღწეული, რუსეთი გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის დასახული მიზნების თანმიმდევრულად განხორციელებას“, – განაცხადა უშაკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, კრემლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს დონალდ ტრამპის ინიციატივა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ, რიგი რეგიონული საკითხები და გრენლანდიის გარშემო არსებული სიტუაცია.
„„მშვიდობის საბჭოს“ შესახებ მოსაზრებების გაცვლისას ხაზგასმული იყო ჩვენი მზადყოფნა, ამ ორგანოს ბიუჯეტში გამოვყოთ მილიარდი დოლარი წინა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან. ჩვენი გაყინული აშშ-ის რეზერვებიდან დარჩენილი თანხები შეიძლება, გამოყენებულ იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად. ამ თემაზე დისკუსიები გაგრძელდება ორმხრივ ეკონომიკურ ჯგუფში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება კონცეპტუალურად განიხილეს, იმ გაგების საფუძველზე, რომ ჩვენს ქვეყნებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ თანამშრომლობისთვის ფართო სპექტრში. აშშ-ის წარმომადგენლები უკვე ამუშავებენ კონკრეტულ გეგმებს, რომელთა განხორციელებაც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა უშაკოვმა.
0
0