16/01/2026
16:47

იულია ტიმოშენკოს აღკვეთის ღონისძიების სახით 33 მილიონ გრივნაზე მეტი ოდენობის გირაო შეეფარდა, დეპუტატების მოსყიდვის საქმეზე.
იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესიდან ძირითადი გზავნილები:
-
ტიმოშენკომ ზელენსკის რეჟიმს „ფაშისტური“ უწოდა.
-
პროკურორმა წაიკითხა ტიმოშენკოსა და რადას დეპუტატის საუბრის ჩანაწერი: „გათავისუფლებები: მალიუკი, შმიგალი, ფიოდოროვი. ხმას ვაძლევთ ყველას გათავისუფლებას“.
-
ტიმოშენკო ამტკიცებს, რომ მას არასოდეს ჰქონია ის დიალოგები, რომლებიც უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გამოაქვეყნა. ასევე ამბობს, რომ არ იცნობს რადას იმ დეპუტატებს, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.
-
ჩხრეკისას ამოღებულ 40 ათას დოლარს ტიმოშენკომ „ოჯახური დანაზოგი“ უწოდა.
-
სასამართლოში ტიმოშენკომ განაცხადა, რომ 4 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო „მორალური კომპენსაციის“ სახით ამერიკული კომპანიისგან, იანუკოვიჩის დროს განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების გამო.
-
კომპიუტერში ნაპოვნ ფაილს, სახელწოდებით „კასა“ (სალარო), მისი თქმით, კავშირი აქვს ორცხობილის, ყავისა და ჩაის ხარჯებთან.
0
0
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
16/01/2026