
იულია ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ამტკიცებს, რომ ვიღაც კონკურენტების წმენდას ცდილობს.
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი აცხადებს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები მის ოფისს მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკდნენ. ტიმოშენკოს თქმით, „სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებებს“ არანაირი კავშირი არ აქვთ კანონთან და წესრიგთან. იულია ტიმოშენკო ამბობს, რომ ოცდაათზე მეტმა მძიმედ შეიარაღებულმა პირმა, ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, ფაქტობრივად, შენობა დაიპყრო და თანამშრომლები მძევლად აიყვანა.
„ბოლოს იანუკოვიჩის შტურმის რაზმები ჩვენს სახლში ასე „ღირსების რევოლუციის“ დროს შეიჭრნენ. თუმცა, მაშინ მათ თავიანთი შეჭრა, სულ მცირე, პეჩერსკის სასამართლოს მოკრძალებული ფურცლით დაფარეს, ახლა კი, ესეც არ მომხდარა. ჩხრეკა გრანდიოზული PR ხრიკი იყო. ვერაფერი იპოვეს, ამიტომ უბრალოდ წამართვეს ჩემი სამსახურის ტელეფონები, პარლამენტის დოკუმენტები და პირადი დანაზოგი, რაც სრულად არის გამჟღავნებული ჩემს ოფიციალურ დეკლარაციაში. კატეგორიულად უარვყოფ ყველა აბსურდულ ბრალდებას. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე გვეგონა. ვიღაცამ გადაწყვიტა, კონკურენტების წმენდის დაწყება“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს, პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.
0
0