03/01/2025
13:32
მსოფლიო
იტალიური ტრიკოტაჟის ლეიბლის Missoni-ის თანადამფუძნებელი როზიტა მისონი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიის ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ დაადასტურა. მისი თქმით, როზიტა მისონის გარდაცვალება "დიდი დანაკარგია სრულიად იტალიისთვის, ლომბარდიისა და ვარესეს პროვინციისთვის, სადაც ის დაიბადა და ცხოვრობდა".
როზიტა მისონი 1931 წელს ქალაქ გოლასეკაში, ლომბარდიაში, დაიბადა. 1953 წელს, ქმართან, ოტავიოსთან ერთად, დააარსა ლუქს ბრენდი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში ცნობილი გახდა ზიგ-ზაგის ფორმის მოტივით. როზიტას მშობლები შალის მწარმოებელი იყვნენ.
Missoni-ი პოდიუმზე პირველად 1966 წელს გამოჩნდა, რასაც მომდევნო წელს, ფლორენციის პიტის სასახლეში, ბრენდის პრეზენტაცია და შემდეგ, მსოფლიო პოპულარობა მოჰყვა. როზიტას ქალიშვილმა, ანჯელამ, მოდის სახლი 1990-იანი წლების ბოლოს ჩაიბარა, თუმცა როზიტამ ბრენდის მთავარ ხაზზე Missoni Home-ზე მუშაობა გააგრძელა.
0
0