31/07/2023
13:08
მსოფლიო
იტალია აპირებს გასვლას ჩინეთის ინიციატივიდან - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რადგან ამან არ იმოქმედა იტალიური ექსპორტის ზრდაზე. ამის შესახებ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა.
იტალიელი ოფიციალური პირის თქმით, „საკითხი დაგას ასე - როგორ გავიდნენ ინიციატივიდან პეკინთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე“.
„იმიტომ, რომ სიმართლეა, რომ ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე პარტნიორია“ - თქვა კროზეტომ.
მინისტრის თქმით, „ჩინეთის აბრეშუმის გზაზე შეერთების არჩევანი იყო ჯუზეპე კონტეს მთავრობის მიერ გაკეთებული ექსპრომტი და არაწმინდა ქმედება, რამაც ორმაგი უარყოფითი შედეგი გამოიწვია“.
„ჩვენ ბევრი ფორთოხალი გავიტანეთ ჩინეთში და სამ წელიწადში გავზარდეთ (ჩინური. - რედ.) ექსპორტი იტალიაში“ - განმარტა კროსეტომ ხარვეზები.
2019 წელს იტალია გახდა პირველი და ერთადერთი G7 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ დასავლეთის მოკავშირეების გასაკვირად.
„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჩინეთის მთავრობის გლობალური ინიციატივაა სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ. ინიციატივის ფარგლებში მუშავდება 21-ე საუკუნის უდიდესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტი, რომელიც აერთიანებს ჩინეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.
კრიტიკოსები ამ ინიციატივას ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელების ინსტრუმენტად თვლიან.
ხუთშაბათს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ჯერ კიდევ განიხილავს აბრეშუმის გზის საკითხს. მან უახლოეს მომავალში პეკინში მოგზაურობა დააანონსა და თქვა, რომ გადაწყვეტილება დეკემბრამდე მიიღება.
0
0