
ისტორიულად, უკრაინა და საქართველო ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის ვერცერთი პოლიტიკოსი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულზე მისჯილი აქვს. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა და აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარკამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ თითქოს ადამიანების უფლებები ირღვევა. მთავარი და მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და შესაბამისად იკვებოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.
0
0