28/11/2023
13:42
მსოფლიო
ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის დადებული ზავი მეხუთე დღეა, რაც ძალაში შევიდა. მებრძოლთა დაჯგუფება პირობას დებს, რომ უფრო მეტ სამოქალაქო პირს გაათავისუფლებს, რათა ომის მოსალოდნელი განახლების ვადა გახანგრძლივდეს. მხარეები ზავის 29 ნომებრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი მძევლად აყვანილ პალესტინელებს გაათავისუფლებს.
ისრაელმა არაერთხელ დადო პირობა, რომ ,,ჰამასის“ განადგურების მიზნით, ომს „სრული ძალით“ განაახლებს მას შემდეგ რაც ცხადი გახდება, რომ, მიმდინარე შეთანხმების პირობებით, მძევლები აღარ გათავისუფლდებიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირის ბოლოს რეგიონს ომის დაწყებიდან მესამედ ეწვევა. ის, სავარაუდოდ, კონფლიქტურ მხარეებთან ზავის გახანგრძლივებისა და უფრო მეტი მძევლის გათავისუფლების საკითხებს განიხილავს.
,,ჰამასს“ და სხვა ბოევიკებს ჯერ კიდევ ჰყავთ მძევლად აყვანილი 160-მდე ადამიანი იმ 240-დან, რომლებიც 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცეს.
როგორც BBC-ი წერს, კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ის შუამავლობით, მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის ზავი კიდევ ორი კვირით გაგრძელდეს. თუმცა, სავარაუდოდ, ,,ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფრო დიდ მოთხოვნებს წამოაყენებს.
0
0