
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ-ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, ბლოკირებული ავტომაგისტრალის გასახსნელად ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა იერუსალიმში, ჰაიფაში და ბერშევაში.
პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციებში საერთო ჯამში 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები, რომლებიც უკვე მე-11 კვირაა, ტარდება, ეწინააღმდეგება მემარჯვენე ხელისუფლების გეგმებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, რასაც კრიტიკოსები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.
აქციების ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მთავრობას სასამართლოს რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდა.
0
0