
გერმანიის მთავრობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აკონტროლებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი გასამგზავრებლად ემზადება ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებებისთვის.
„ესკალაციის რისკი სამწუხაროდ ძალიან რეალურია“, - აღნიშნა პრესპიკერმა.
ისრაელის ძალებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას შორის საზღვრისპირა შეტაკებები ლიბანში თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კვირას ისრაელში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, ისრაელ კაცს და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
0
0