-share.jpg)
„ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ნებისმიერი განახლება უნდა ეფუძნებოდეს წინა გეგმებს და არა მოლაპარაკებების ახალი რაუნდების გამართვას.
„ჰამასმა“ შუამავლებს [კატარიდან, ეგვიპტიდან და აშშ-დან] მაისიდან ბაიდენის „ხედვის“ საფუძველზე გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა, შესაბამისად, ტერორისტული დაჯგუფება არსებითად დათანხმდა მოლაპარაკებების განახლებას იმ წერტილიდან, სადაც მხარეები შეჩერდნენ და არა შუამავლების მიერ ინიცირებულ ახალ ინიციატივას.
„შუამავლებმა ეს გეგმა უნდა განახორციელონ ოკუპანტის (ისრაელის) მიმართ, მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდების ან ახალი წინადადებების წამოყენების ნაცვლად, რომლებიც ფარავს ოკუპანტის აგრესიას და, ამგვარად, [ისრაელს] მეტი დრო ეძლევა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის გასაგრძელებლად“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
როგორც წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, ისრაელის მიერ წამოყენებული ახალი პირობები, რომლებიც ღაზას ჩრდილოეთით დაბრუნებისას, დევნილი პალესტინელებისა და ეგვიპტის მოსაზღვრე ფილადელფის დერეფნის კონტროლს ითვალისწინებს, მოლაპარაკებების შემაფერხებელი ფაქტორები იყო.
0
0