22/11/2023
11:15
მსოფლიო
კატარმა, რომელიც ისრაელსა და ,,ჰამასს შორის” მოლაპარაკებების დროს შუამავლის როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ჰუმანიტარული პაუზის დაწყების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ,,შეთანხმება ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ, ,,ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 50 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
გათავისუფლებულთა რიცხვი შეთანხმების განხორციელების შემდგომ ეტაპებზე გაიზრდება. ჰუმანიტარული პაუზის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ღაზაში ჰუმანიტარული კოლონებისა და დახმარების [ჰუმანიტარული საჭიროებისთვის განკუთვნილი საწვავის ჩათვლით] „მეტი რაოდენობის“ შესვლა,“ - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მათივე თქმით, კატარი "არ შეწყვეტს მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევებს დაძაბულობის დეესკალაციის, სისხლისღვრის შეჩერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად".
0
0