
„ისრაელს არანაირი კავშირი არ აქვს ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვასთან,“ - განუცხადა სააგენტო Reuters-ს ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
”ჩვენ რაისისა და ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ყველა ჩვენება იმაზე მეტყველებს, რომ ვერტმფრენი უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო ჩამოვარდა”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით.
როგორც ცნობილია, ირანი და ისრაელი დიდი ხნის მტრები არიან. ისრაელი თეირანის მიერ შემუშავებულ ბირთვულ პროგრამას სასტიკად ეწინააღმდეგება. ირანი მხარს უჭერს, აფინანსებს და წვრთნის რამდენიმე მარიონეტულ დაჯგუფებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მათ შორისაა „ჰამასი“ - ღაზაში, „ჰუსიტები“ - იემენში, „ჰეზბოლა“ - ლიბანში და რიგი სხვა ფრაქციები, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.
0
0