13/11/2023
11:56
მსოფლიო
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ აყვანილი 240 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უპასუხა:
„შეიძლება მიღწეული იყოს შეთანხმება, თუმცა ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებ ამის შესახებ, მით უფრო გავზრდი შანსებს, რომ ეს განხორციელდეს“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ამერიკულ ტელევიზია NBC-ს.
ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მხოლოდ "სამხედრო ზეწოლის" შემთხვევაში, რომელსაც მისი თავდაცვის ძალები „ჰამასზე“ ახორციელებენ. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზარდი მოწოდებები არ შესრულდება, თუ შეთანხმება არ შეეხება ყველა მძევლის გათავისუფლებას.
ასევე, როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, კონფლიქტის "საკმაოდ მნიშვნელოვანი" პაუზა იქნება საჭირო, რათა მძევლების გათავისუფლება შესაძლებელი გახდეს.
0
0