02/11/2023
12:21
მსოფლიო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის ზოგიერთმა მოქალაქემ 1 ნოემბერს, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის საშუალებით, ღაზას დატოვება მოახერხა.
”ძალიან მადლობელი ვარ, რომ 1 ნოემბერს ამ პირველმა კოჰორტამ - ოცმა ავსტრალიელმა ოჯახის წევრებთან და ერთ მუდმივ რეზიდენტთან ერთად - შეძლო ღაზის საზღვრის გადაკვეთა და ეგვიპტეში ჩასვლა”, - განაცხადა პენი ვონგმა ქალაქ ადელაიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისრაელის მიმართა: „საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება სამოქალაქო პირების დახოცვას. ასე რომ, როდესაც ისრაელის მეგობრები მას შეიარაღებული კონფლიქტისგან თავშეკავებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდებენ, ისრაელმა მათ აუცილებლად უნდა მოუსმინოს“.
0
0