01/12/2023
10:37
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დროებითი ზავის ვადის დასრულების შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა. თავდაცვის ძალები ბოევიკთა დაჯგუფებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს.
დროებითი ზავის ვადა, 30 ნოემბერს, დილის 7 საათზე (0500 GMT) ამოიწურა. ერთკვირიანი ზავის ფარგლებში, ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული 240 პალესტინელის სანაცვლოდ, ,,ჰამასმა“ და სხვა ბოევიკებმა ღაზაში 100-ზე მეტი მძევალი (მათი უმეტესობა ისრაელელია) გაათავისუფლეს
როგორც ALJAZEERA წერს, გათავისუფლებულ მძევალთაგან ყველა ქალი და ბავშვი იყო, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ ღაზაში კვლავ რჩება რამდენიმე ასეთი მძევალი, შემდგომი გახანგრძლივების შესახებ შეთანხმების მიღწევა გაართულა. ღაზაში 140-მდე მძევალი რჩება.
,,ყატარი და ეგვიპტე, რომლებმაც შუამავლების როლი შეასრულეს, ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივებას ცდილობდნენ,“ - წერს ALJAZEERA.
0
0