09/11/2023
12:09
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორის ხელახალი ოკუპაცია არ უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ ქალაქ ტოკიოში განაცხადა.
კონფლიქტზე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჰამასს აღარ უნდა მიეცეს ღაზის სექტორის მართვის საშუალება. "ღაზა არ უნდა იყოს გამოყენებული ტერორიზმის ან სხვა ძალადობრივი აქციების პლატფორმად."
ამასთანავე, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია პალესტინელების იძულებითი განდევნა არც ახლა და არც კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
"კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ღაზის რეოკუპაცია, არ უნდა იყოს ღაზის ალყაში ან ბლოკადაში მოქცევის მცდელობა",- განაცხადა ბლინკენმა.
0
0