18/03/2025
13:10

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე აშშ-ს აცნობა, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას და თეთრ სახლს „ებრაელებმა ღაზაში დღევანდელი დარტყმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს“.
„და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ მიანიშნა, „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და ყველა, ვინც არა მხოლოდ ისრაელის, არამედ შეერთებული შტატების დატერორებას ცდილობს, დიდ საფასურს გადაიხდიან. ისინი ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნა ლევიტმა.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განმარტა, „ყველა ტერორისტი ახლო აღმოსავლეთში“, აგრეთვე ირანი სერიოზულად უნდა მოეკიდოს პრეზიდენტ ტრამპს, როცა ის ამბობს, რომ მას კანონმორჩილი ადამიანების დაცვის არ ეშინია.
ცნობისთვის, ისრაელმა დღეს ღამით ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა, რომელიც იანვრიდან იყო შეჩერებული. ომის განახლების ძირითად მიზეზად ისრაელის მთავრობა დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ებრაელი ტყვეების გათავისუფლებაზე უარის თქმას ასახელებს.
0
0