როგორც The New York Times იუწყება, ისრაელის დიასპორის საქმეთა სამინისტრომ, ამერიკელ კანონმდებლებზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში კამპანია მოაწყო და მათ ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ქმედებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ისრაელის დიასპორის საქმეთა სამინისტრომ კამპანიის განსახორციელებლად 2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო და დაიქირავა Stoic - პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა თელ-ავივში. აღნიშნული კამპანია ოქტომბერში დაიწყო და X-ზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სამინისტრომ ასობით ყალბი მომხმარებლის ანგარიში გამოიყენა, რომლებითაც, ისრაელის მხარდასაჭერი კომენტარების გამოქვეყნებისთვის, X-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე წარმოდგენილნი იყვნენ ამერიკელი პირები.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი პირების სახელზე ყალბად შექმნილი ანგარიშებით გამოქვეყნებული პოსტებით ამერიკელ კანონმდებლებს, კერძოდ, ფერადკანიანებსა და დეოკრატებს, ისრაელის არმიის დაფინანსების გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ,“ - წერს The New York Times-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით.
0
0