პალესტინელმა ჟურნალისტმა დიაა ალ-ქაჰლოუტმა, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ღაზაში ათობით სხვა პალესტინელ მამაკაცთან ერთად 7 დეკემბერს დააკავა, პატიმრობაში გატარებული 25 გაუსაძლისი დღე აღწერა.
„ღაზაში დაკავებულებთან ურთიერთობისას ისრაელის არმიისთვის არ არსებობს წითელი ხაზები. მტანჯველ პირობებში ვისხედით“, - განუცხადა Aljazeera-ს ალ-ქაჰლოუტმა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში გაათავისუფლეს.
ღაზაში მოქმედი საინფორმაციო გამოშვება Al Araby Al Jadeed-ის კორესპონდენტის დიაა ალ-ქაჰლოუტის განცხადებით, ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა (ე.წ შინ-ბეთმა) ის, პატიმრობაში ყოფნის დროს, თავისი რეპორტაჟებისა და ჟურნალისტური წყაროების შესახებ დაკითხა.
,,ამ დროის განმავლობაში, მოწმე გავხდი, თუ როგორ სცემდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს და ისეთ პირობებში ამყოფებდნენ, რომლებიც წამებას უტოლდებოდა,“ - თქვა ჟურნალისტმა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს [Reporters Without Borders] ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული 32 დაკავებულიდან ალ-ქაჰლოუტი პირველი პალესტინელი ჟურნალისტია, რომელიც გაათავისუფლეს.
0
0