
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ისრაელის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ, თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკას არ შეცვლის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემანუელ მაკრონი „ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის“ დაწყებაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტ მაკრონის ჯვაროსნული ლაშქრობა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება. ფაქტები მაკრონს არ აინტერესებს. არანაირი ჰუმანიტარული ბლოკადა არ არსებობს. ეს არის აშკარა ტყუილი. ისრაელი ამჟამად ხელს უწყობს ღაზაში დახმარების შესვლას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.
„მაგრამ ჯიჰადისტ ტერორისტებზე ზეწოლის ნაცვლად, მაკრონს სურს, დააჯილდოოს ისინი პალესტინის სახელმწიფოს შექმნით. „ჰამასმა“, თავის მხრივ, უკვე შეაქო მაკრონის განცხადებები. „ჰამასმა“ იცის, რატომ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0