-share.jpg)
ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ ღაზის სექტორში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გეგმა მოამზადა, თუმცა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მის ხელმოწერაზე უარი თქვა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუს სურს, რომ გეგმას სამხედრო კაბინეტის ყველა წევრი დაეთანხმოს. როგორც NYT წერს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნეთანიაჰუ უარს ამბობს, ერთპიროვნულად გასცეს აღნიშნული ბრძანება, ვინაიდან საზოგადოების მხრიდან მისდამი ნდობა იკლებს და ნეთანიაჰუ შიშობს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერი მას დაჰბრალდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ამ ინფორმაციის შეფასება არ ისურვებს და მოიშველიეს მისი გუშინდელი განცხადება, რომელშიც ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და როგორ უნდა მოხდეს ეს.
NYT წერს, რომ ისრაელის ხელმძღვანელობაში სრულმასშტაბიანი შეჭრის აუცილებლობის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი შიშობს, რომ კონფლიქტში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება ან რომ შეჭრას შეიძლება მძიმე ქალაქის ბრძოლები მოჰყვეს. ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად სრულმასშტაბიანი შეჭრის ნაცვლად ცალკეული ხანმოკლე სახმელეთო რეიდების ჩატარება განიხილება.
0
0