„ისრაელს “ჰეზბოლას“ განადგურება სურს, მაგრამ მისი მიზანი ყოვლისმომცველ ომში ახლო აღმოსავლეთის ჩათრევა არ არის,“ - განუცხადა Reuters-ს ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, გოლანის მაღლობებზე ლიბანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ისრაელი რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის ემზადება. ოთხმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის თავდაცვის მაღალჩინოსანმა და დიპლომატიურმა წყარომ, ანონიმურობის დაცვით ისაუბრა და Reuters-ს ისრაელის შურისძიების გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუზიარეს.
"სავარაუდოდ, საპასუხო ქმედება არ გამოიწვევს ყოვლისმომცველ ომს. ამ ეტაპზე ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის", - განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ.
ისრაელი და შეერთებული შტატები თავდასხმაში ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა „ჰეზბოლა“ ბრალდებას უარყოფს.
0
0