ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ფართო ომი გამოიწვიოს - „ჰეზბოლას“ ლიდერი
09/11/2023
10:24
მსოფლიო
A-
+A
ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომი გამოიწვიოს, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ქასემმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეიხ ნაიმ ქასემის თქმით, ძალიან სერიოზული და ძალიან საშიში მოვლენები შეიძლება, მოხდეს რეგიონში და ვერავინ შეძლებს ამ შედეგების შეჩერებას.
„საშიშროება რეალურია, რადგან ისრაელი აძლიერებს აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავს უფრო მეტ ქალსა და ბავშვს. შესაძლებელია თუ არა ეს გაგრძელდეს და გაიზარდოს რეგიონისთვის რეალური საფრთხის გარეშე? ვფიქრობ, არა“, – თქვა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
ქასემი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ესკალაცია დაკავშირებული იქნება ისრაელის ქმედებებთან.
0
0
242
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%