ისრაელის მედია ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერის მოადგილის სალეჰ ალ-არაურის მკვლელობას ეხმაურება. როგორც ანალიტიკოსი სეთ ფრანცმანი Jerusalem Post-ში აღნიშნავს, სალეჰ ალ-არაურის მკვლელობა "რევოლუციური მოვლენაა", რაც "ჰამასის ეპოქის დასასრულს" ნიშნავს.
ისრაელის თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფების ,,ჰეზბოლას“ ხელმძღვანელმა, ჰასან ნასრალამ მანამდე განაცხადა, რომ ბეირუთში მისი ნებისმიერი მებრძოლის მკვლელობა წითელი ხაზის გადაკვეთად განიხილება.
„ომის დაწყების დღიდან, ,,ჰეზბოლამ’’ ისრაელზე ყოველდღიური თავდასხმების მეშვეობით, პალესტინელების წინაშე თავისი ვალდებულებები შეასრულა“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი ამოს ჰარელი ისრაელის გაზეთ Haaretz-ში.
სალეჰ ალ-არაური განიხილება, როგორც მთავარი ფიგურა არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, რომლებსაც ყატარი და ეგვიპტე შუამავლობდნენ ღაზაში ,,ჰამასის“ მიერ დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„,,ჰამასის’’ მხრიდან შურისძიებაზე დაფუძნებული ქმედებებიდან ყველაზე შემაშფოთებელი მძევლების აყვანაა. სალეჰ ალ-არაურის მკვლელობა, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებებს კიდევ უფრო დიდხანს დააყოვნებს და შემდგომ ჩაშლის“, - წერს ნაჰუმ ბარნეა Yedioth Ahronoth-ში.
როგორც BBC-ი წერს, ისრაელს ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერის მოადგილის სალეჰ ალ-არაურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
0
0