
იერუსალიმის ჰოლოკოსტის მემორიალურმა ცენტრმა იად ვაშემმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 24 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, ოქტომბრის დასაწყისში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა".
„7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ებრაელთა ხოცვა-ჟლეტა გენოციდად უნდა ჩაითვალოს. ის ჰოლოკოსტისგან განსხვავდება იმით, რომ დღეს ებრაელებს სახელმწიფო აქვთ და ჯარი ჰყავთ. ჩვენ არ ვართ დაუცველები და სხვების მიერ გაღებულ მოწყალებაზეც არ ვართ დამოკიდებულნი.
ის, ვინც ცდილობს ჰოლოკოსტის საშინელებების „გააზრებას“, ეძებს გამამართლებელ კონტექსტს, კატეგორიულად არ გმობს დამნაშავეების ქმედებებს და მსოფლიო ლიდერებს, ინტელექტუალებსა და გავლენიან პირებს არ მოუწოდებს მძევლების უპირობო და დაუყონებლივ გათავისუფლებას – გამოცდას ვერ აბარებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გამოცდა ვერ ჩააბარა,“ - განაცხადა ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრის თავმჯდომარემ დანი დაიანმა.
0
0