"ჰამასის" შეთავაზებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უარყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი დაჯგუფების არცერთ "ბოდვით მოთხოვნას" არ შეასრულებს და ამტკიცებს, რომ ღაზაში "სრული გამარჯვება" ახლოსაა.
ამავე დროს, ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციების პოტენციური გაფართოების შესახებ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას.
პარალელურად, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული კრიზისის ესკალაციისა და ისრაელის ოპერაციების გახანგრძლივებას ანკლავში "დამანგრეველი" შედეგები მოჰყვება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათ დრონით იერიშის შედეგად, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში "ქაითაბ ჰეზბოლას" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს, რომელიც რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმაში იყო პასუხისმგებელი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.
0
0