04/12/2023
11:43
მსოფლიო
როგორც Human Rights Watch-ის პროგრამის დირექტორმა სარი ბაშმა BBC-ის განუცხადა, ისრაელმა, სახმელეთო შეტევა და საჰაერო თავდასხმები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით სათანადო ზომების მიღების გარეშე განაახლა.
,,ისრაელის სამხედროებმა მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდა იქ, სადაც არ არის უსაფრთხო ადგილი ან გზა. ეს ისრაელის სამხედროების მხრიდან არაეფექტური გაფრთხილებაა.
ისრაელის სამხედროებმა სოციალური მედიის QR კოდები [ორგანზომილებიანი მატრიცული შტრიხკოდები] გამოაქვეყნეს, რომლითაც ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ადამიანებს შტრიხ-კოდის სკანირებაში ეხმარებიან, რათა ისინი გაერკვიონ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ. შემდეგ კი, სამხედროებმა მოგვიანებით გაასწორეს რუკები, რადგან აღმოჩნდა, რომ ისინი მცდარი იყო.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევაკუაციის მცდელობისას ადამიანები დაიღუპნენ. საჰაერო თავდასხმები კვლავ გრძელდება იმ რაიონებში, სადაც ისრაელის სამხედროებმა ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ, თუ მოსახლეობა ამ ადგილებში გადავა, ისინი არ დაიბომბებიან,“ - განაცხადა სარი ბაშმა.
0
0