
„ისრაელი არ განიხილავს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმის მონახაზის შეცვლას. როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ რამდენიმე შესწორება მოითხოვა. გეგმის სხვა მონახაზი არ განიხილება, გარდა იმისა, რაც მიღებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ,“ - განუცხადა ისრაელის მაღალჩინოსანმა მომლაპარაკებელმა Yedioth Ahronoth News-ს.
როგორც ანონიმურმა წყარომ განაცხადა, „ჰამასის“ პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე „სრული უარი“ იქნება, ხოლო ღაზას სექტორში ისრაელი ომს რაფაჰის ოპერაციების შემდეგაც გააგრძელებს.
როგორც Al jazeera წერს, „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები „არამნიშვნელოვნად“ დაახასიათა და დაადასტურა, რომ მისი პოზიცია ინიციატივის ფუნდამენტურ პრინციპებს შეესაბამება. ისრაელის მთავრობას შეთანხმებისთვის საჯაროდ ჯერჯერობით არ დაუჭერია მხარი. ნეთანიაჰუ დაჟინებით ამტკიცებს, რომ ღაზაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ არ დამარცხდება.
0
0