29/03/2023
12:17
მსოფლიო
ისრაელი არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე, – ასე გამოეხმაურა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აფასებს იქ დემოკრატიულ რეჟიმს, სწორედ ამ რეგიონთან მიმართებით უნდა გაიგონ, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე. მთელ მსოფლიოში ცხადი უნდა იყოს – ხალხი წავიდა არჩევნებზე და თავისი სურვილები აქვს“, – აღნიშნა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრი მიკი ზოჰარიც გამოეხმაურა.
„გული მწყდება იმის დანახვაზე, თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენა ისრაელს ყალბმა ამბებმა, რომლებიც გავრცელდა ჩვენს სამართლებრივ რეფორმასთან დაკავშირებით“, – თქვა მიკი ზოჰარმა.
0
0