22/11/2023
09:30
მსოფლიო
ისრაელის ხელისუფლებამ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, დაჯგუფება „ჰამასთან“, მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.
პაუზის პერიოდში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებითა და საწვავით დატვირთული 300 -მდე სატვირთო შევა. შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელი საომარ მდგომარეობაში რჩება, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მიაღწევს.
„სისულელეა საუბარი, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ. ომში არის ეტაპები, ისევე როგორც მძევლების დაბრუნებისას, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვექნება ტოტალური გამარჯვება, სანამ არ დავაბრუნებთ თითოეულ მძევალს. ჩვენ ვრჩებით საომარ მდგომარეობაში, გავაგრძელებთ ბრძოლას ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. მიზანი კი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა. ღაზაში აღარ უნდა იყოს ის, რაც ისრაელს საფრთხეს შეუქმნის“, -აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
0
0