
ისრაელის დიასპორის საკითხებსა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში მინისტრმა, ამიჰაი შიკლიმ მოუწოდა ნიუ იორკში მცხოვრებ ებრაელებს, დატოვონ მეგაპოლისი. ეს განცხადება შიკლიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიუ იორკის მერად 34 წლის მუსლიმი-დემოკრატი ზოჰრან მამდანი აირჩიეს.
„ქალაქმა, რომელიც ოდესღაც გახლდათ საყოველთაო თავისუფლების სიმბოლო, გასაღები გადასცა „ჰამასის“ მხარდამჭერს, რომლის პოიზიციაც არც ისე დიდად განსხვავდება ფანატიკოსი-ჯიჰადისტების შეხედულებისგან, რომლებმაც 25 წლის წინ ნიუ იორკში სამი ათასი ადამიანი დახოცეს“, – განაცხადა ისრაელელმა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ნიუ იორკი მეტად აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ის ყველას ახსოვს, განსაკუთრებით ებრაელებისთვის და ამიტომ ისინი უნდა დაფიქრდნენ, რომ ისრაელის მიწა იყოს მათი ახალი სახლი“.
„ნიუ იორკი უფსკრულში იჩეხება, ისევე როგორც ლონდონი“, – განაცხადა შიკლიმ.
ისრაელის დიასპორის მინისტრის განცხადებას დაეთანხმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირიც.
„ანტისემიტიზმა საღ აზრს აჯობა, მამდანი „ჰამასის“ მხარდამჭერია, ისრაელის მტერია და ცნობილი ანტისემიტია“, – თქვა ბენ-გვირმა.
ცნობისთვის, ნიუ იორკში 1,3 მილიონი ებრაელი ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მეგაპოლისის ახალარჩეულმა მერმა ზოჰრან მამდანიმ ისრაელის მოქმედ ხელისუფლებას „აპერტეიდის რეჟიმი“ უწოდა, ხოლო ღაზის სექტორში ომს – „გენოციდი“. ჰამასის მხარდამჭერი განცხადება მას არ გაუკეთებია.
0
0
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
06/11/2025